გამარჯობა, აბიტურიენტი ვარ 2 კვირაში მაქვს გამოცდები, აგრარულის თავისუფალი მეცნიერები მომეწონდა და გადავწყვიტე მანდ ჩავაბარო, მაგრამ ყველა მიშლის და მეუბნება რომ გამოუსადეგარია და პროფესიას/კარიერას ვერ შევიქმნი, უმუშევარი ვიქნები და ა.შ
მოკლედ ვიტყვი, 11 კლასამდე პროგრამირება მინდოდა, მერე გადავიფიქრე იმიტომ, რომ მიჭირს მათემატიკა და უბრალოდ ტექნიკური საგნები დიდად არ მიტაცებს, ბოლო დროს კი გადავწყვიტე ჩამებარებინა ამ ფაკულტეტზე (რადგან ხელოვნებასთან და ლიტერატურასთან ახლოსაა, თანაც უბრალოდ უმაღლესი განათლების მიღება მინდა ყველაფერში) და პროფესიისთვის გრაფიკული დიზაინი მესწავლა (ზოგადად ბევრი ჰობი მაქვს, ძირითადად ხელოვნების მიმართულებით, ლიტერატურაც მიტაცებს) ასე, რომ მე ასე ვიფიქრე. მაგრამ ყველა მეუბნება, რო უაზროა ასე ჩაბარება და ჯობია ან შევიცვალო ფაკულტეტი ან ჯარში წავიდე და დაბრუნების მერე ვისწავლო გრაფიკული.
თქვენ რას იტყვით? გამიზიარეთ თქვენი აზრი ამ ფაკულტეტზე, როგორია და როგორ შეიძლება გამოვიყენო?
პ.ს ამ ფაკულტეტზე კონკურენცია არ მაქვს, ანუ ბარიერის გადალახვითაც შემიძლია მოვხვდე (პირველ ადგილზე მიწერია). ბევრი რამე მაქვს ჩამოწერილი მარა ყველგან მაღალი კონკურენციაა ასე რომმმ..