r/Forumi Dec 05 '24

რა უნდა ვიცოდეთ და როგორ დავიცვათ თავი აქციების დროს?

21 Upvotes

რა უნდა ჩაიცვათ?

  • იქონიეთ არამტვრევადი საცურაო სათვალე და N95 მოდელის სახის ნიღაბი, გაზის საწინააღმდეგო პირბადე, კომფორტული ფეხსაცმელი, რომლითაც არ გაგიჭირდებათ სირბილი;
  • ქიმიური ნივთიერებების გამოშვების დროს დაგეხმარებათ წყალში ამოვლებული ბენდენა;

რა უნდა წაიღოთ?

  • პლასტმასის ბოთლში ჩასხმული წყალი, ენერგიის მომცემი მსუბუქი საკვები;
  • იდენტიფიკაციის ბარათი ან/და სასწრაფო საკონტაქტო ინფორმაცია;
  • ინჰალატორი, ეპიპენი, ინსულინი და რამდენიმე დღის სამყოფი წამალი, პირველადი დახმარება;
  • სველი და მშრალი ხელსახოცები;
  • ფაუერ ბანკი.

რა უნდა გააკეთოთ?

  • მოიმარაგეთ ყველა საჭირო ნივთი. დაკარგვის შემთხვევაში წინასწარ დაგეგმეთ, თუ როგორ იპოვოთ აქციაზე თანმხლები პირები;
  • მეგობრებთან/ნათესავებთან გააზიარეთ თქვენი ლოკაცია. გამოიყენეთ აპლიკაცია Google Maps - location sharing. ეს საჭიროა იმ შემთხვევისთვის, თუ დაგაკავეს/მობილური წაგართვეს, ამიტომ აქციაზე გასვლისთანავე გააზიარეთ ლოკაცია;
  • მობილურზე გამორთეთ face ID და დააყენეთ პინი, რომ დაკავების/მობილურის წართმევის შემთხვევაში ვერ განბლოკონ;
  • მაქსიმალურად დაიფარეთ სახე ბალაკლავით ან პირბადით, რათა თქვენი იდენტიფიცირება ვერ შეძლონ, ყველგან კამერებია;
  • ყურადღება მიაქციეთ გარშემომყოფებს. დაამშვიდეთ ისინი, ვინც პანიკის ნიშნებს ავლენენ;

რა არ უნდა გააკეთოთ?

  • მოერიდეთ ზეთის, ვაზელინის ან ლოსიონის გამოყენებას, რადგან გაზის გაშვებისას მათ ქიმიური ნივთიერებების მოზიდვა შეუძლიათ და მარტივად შეიწოვება კანზე;
  • ნუ გაიკეთებთ კონტაქტურ ლინზებს, რადგან გაზის გაშვების შემთხვევაში მის ქვეშ ქიმიური ნივთიერებების მოხვედრით თვალი გაღიზიანდება;
  • ნუ წახვალთ მარტო. წადით მეგობრებთან ერთად, ან რომელიმე საპროტესტო ჯგუფში დადეთ პოსტი და არასაეჭვო ადამიან(ებ)თან ერთად წადით. დარბევის დროს არ ჩამოცილდეთ აქციის მონაწილეთა ჯგუფს;
  • სპეცრაზმს არ მიუახლოვდეთ, განსაკუთრებით თუ თქვენ გვერდით არავინაა. საუბარი, დროშის ფრიალი და ა.შ. არ აინტერესებთ, არავის დაინდობენ და ტყუილად დაგიჭერენ სრულიად უმიზეზოდ. იარეთ სხვებთან ერთად.

როგორ გავუმკლავდეთ ცრემლსადენ გაზს?

  • გამოიყენეთ გაზის პირბადე (ალტერნატივად შეიძლება გამოიყენოთ სველი ბენდენა, საცურაო სათვალე, რესპირატორი);
  • ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე - პანიკა გაღიზიანებადობას ზრდის. შეეცადეთ, რომ ნერწყვი არ გადაყლაპოთ. მოიხოცეთ ცხვირი, გამოივლეთ პირის ღრუ, დაახველეთ და გადააფურთხეთ;
  • არ მიიკაროთ ხელი თვალებზე;
  • გამოიყენეთ ფიზიოლოგიური/თვალის წვეთები, რომელიც ნახევრად წყალს და ნახევრად ანტაციდს შეიცავს;
  • გაზის ყუმბარის ჩასაქრობად იქონიეთ წყლით სავსე გადაჭრილი ბოთლი და ხელთათმანი/ნაჭერი, რომ ბოთლში უსაფრთხოდ მოათავსოთ;
  • როცა შეძლებთ მაშინვე გამოიცვალეთ ტანსაცმელი და გარეცხეთ.

იცოდეთ თქვენი უფლებები

  • სამედიცინო დახმარების უფლება: თუ დაშავებული ხართ, გაქვთ უფლება, რომ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება აღმოგიჩინონ;
  • დაკავების შემთხვევაში უფლება გაქვთ, გითხრან რისთვის გაკავებენ, ასევე დაკავების შემდეგ გაქვთ უფლება, დაუკავშირდეთ ადვოკატსა და თქვენს ოჯახს. უფასო სამართლებრივი დახმარების ცხელი ხაზი: 577070563;
  • გასაჩივრების უფლება: თუ თქვენი უფლებები დაარღვიეს, მიმართეთ უფლებადამცველებს და გაასაჩივრეთ უკანონო ქმედებები;
  • თუ რაიმე მიზეზით დაგაჯარიმეს შეავსეთ ეს ფორმა და ხალხის შეგროვებული ფულით დაიფარება ჯარიმა: https://www.tavisuplebispondi.com/.

პირად ჩხრეკებზე

  • თუ სახლში მოგადგნენ, არ აყვეთ პანიკას, მაშინვე დარეკეთ ცხელ ხაზზე: 577070563;
  • სანამ კარს გააღებთ, ჩართეთ ლაივი (გაქვთ ამის უფლება). ვიდეოს ლაივი ჯობია, რადგან ვერ წაგიშლიან;
  • არ დააწყებინოთ ჩხრეკა სანამ ადვოკატი არ მოვა. მოგთხოვენ კარის გაღებას, მაგრამ ეცადეთ, ადვოკატისთვის დრო მოიგოთ;
  • შეგიძლიათ მოსთხოვოთ ჩხრეკის დადგენილების/განჩინების გაცნობა;
  • ჩხრეკის მიმდინარეობისას მაქსიმალურად ეცადეთ, არ დაუშვათ, რომ სხვადასხვა ოთახში იარონ პოლიციელებმა.

ცხელი ხაზი

📞 უფასო სამართლებრივი დახმარება: 577070563
☎️ სასამართლოს ცხელი ხაზი: 1545
📞 სახალხო დამცველის ცხელი ხაზი: 1481
☎️ გენერალური ინსპექცია: 126
📞 იზოლატორები: 0322414166; 0322412769, 0322413713; 0322414297; 0322418585
☎️ პატრულის სამორიგეო დაკავებულების ადგილსამყოფელზე: 0322418505; 0322418504; 0322418506
📞 ინგოროყვას კლინიკა: 0322610101; 0322050500


r/Forumi 1d ago

სეპარატისტებს ჟიმჟიმი აქვთ

Post image
13 Upvotes

r/Forumi 2d ago

ჩვენ რომ ქვეყანა ვიყოთ ამას ხომ ეგრევე გააძეევებდნენ?

Post image
14 Upvotes

r/Forumi 2d ago

გარე მობილობა

1 Upvotes

გამარჯობა,

გარე მობილობიგ ვაოირებ კერძო უნიბერსიტეტში გადასვლას, ახლა ვამოწმებდი და ვნახე რომ სზვა საბუთებთან ერთად ნიშნების ფურცელს მთხოვენ ჩარიცხვის შემთხვევაში, მოხდა ისე რომ სადაც ვსწვალობ აკადემიური არ მომცეს და ჩვეულებრივად მქონდა საგნები არჩეული, რომლევზეც არ მივლია და ყველა შემეტენა, რადგან ისედაც მობილობა მქონსა გადაწყვეტილი. მაინტერესებს ეს შემიქმნის თუ არა პრობლემას ვისაც გაქვგ გამოცდილება


r/Forumi 2d ago

Jihadism apologist-ი ამ საბზეც გაიჩითა

Thumbnail
gallery
1 Upvotes

r/Forumi 7d ago

Jihadism apologism on the main sub

Post image
1 Upvotes

r/Forumi 8d ago

თმის სალონი კაცისთვის

1 Upvotes

გამარჯობა , მაინტერესებს სად შეიძლება შევიჭრა თმა ვარკეთილში სუფთად და ხარისხიანად.


r/Forumi 9d ago

კითხვა სალონი ან ტუტორიალი მირჩიეთ

3 Upvotes

გამარჯობა, წარბების გაღიავებაზე ვფიქრობ რაღაც დროა, არ მინდა რომ ყვითლად დამრჩეს ცოტა მეშინია იმისიც რომ არ მომეწონოს მერე შევიღებო თუ რა გავაკეთო მაგრამ ეგ მერე იყოს 😁 მოკლედ რაიმე ტუტორიალს ან სალონს ხომ არ მირჩევდით კარგად სადაც გამიკეთებდნენ ❤️ მადლობა წინასწარ ❤️


r/Forumi 12d ago

როგორ მივულოცო მასწავლებელს დაბადების დღე?

3 Upvotes

გამარჯობა. დღეს აქვს დაბადების დღე ჩემთვის უსაყვარლეს მასწავლებელს, რომელსაც მართლა ძალიან ბევრი კარგი რამ აქვს ჩემთვის გაკეთებული, მაგრამ უბრალოდ არ ვიცი, როგორ მივწერო მილოცვა. ზოგადად არ ვარ ისეთი ტიპი, რომ ხშირად ულოცავდეს ხალხს დაბდღეებს და არც ვკონტაქტობ ხალხთან დიდად და სიტყვები არ ვიცი როგორ დავალაგო. შეგიძლიათ მირჩიოთ რამე მონახაზი მაინც? მაგალითად თქვენ როგორ მიგილოცავთ ან ულოცავთ ხოლმე? მადლობა 🙏


r/Forumi 18d ago

სატირალია უმნიშვნელოვანესი კითხვა ყაველაშვილზე.

11 Upvotes

ყაველაშვილი აიათოლას დაკრძალვაზე ᲠᲐᲢᲝმ ტიროდა? კადრები ვნახე და სისხლი ამიდუღდა. ვინმემ მის ტვინში ჩამახედეთ, თუ საერთოდ აქვს. საქართველოს სირცხვილია. რაც მაგ ირანელებმა გვაწამეს და აგვაოხრეს.

რატომ უშვებენ მაგას სადმე საერთოდ? ჩაკეტონ და გადაგვარჩინონ მომავალი თავის მოჭრისგან. არ მესმის მიზეზი, რა. არ თქვათ ახლა, გული აუჩუყდა ადამიანის სიკვდილზეო. საქართველოს ამ საზარელ მდგომარეობაზე რატომ არ უჩუყდება გული? იმაზე აუჩუყდეს და იმაზე იტიროს, პედოფილების ბუდე რომ არის საქართველოში, ან ბავშვები შიმშილისგან რომ იხოცებიან. 14 წლის ბავშვები რომ მშობიარობენ ძალადობის გამო და ყველას ფეხებზე რომ კიდია. მაგაზე იტიროს.

ან აიათოლას დაკრძალვაზე რა უნდოდა? რა გვინდა იქ, ხალხო, რა?

სხვათა შორის, ირანს რუსეთთან კარგი და მეგობრული ურთიერთობა აქვს. მართალია, ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ, მაგრამ ვვარაუდობ, რომ 2008 წელს რუსეთის მხარეს იყვნენ. გვიშველეთ ვინმემ რა😭 თვალები აუცრემლიანდა ბიჭს.


r/Forumi 20d ago

მიმია ფაქტობრივად ქუჩების და ბუნების დაბინძურება

Post image
7 Upvotes

როგორ ვაიძულოთ ქართველები, რომ ქუჩაში და ბუნებაში ნაგავი არ დაყარონ 🤗😇


r/Forumi 21d ago

სატირალია წყალი

3 Upvotes

დღეს კრანის წყალი სასტიკად ჭაობივით ყარს, არ ვაზვიადებ ჭაობთან ვინც იყო ზუსტად მაგის მყრალი სუნი აზდის. მე ყველაფერი სუფთა მაქვს, ვიცი ჩემი გაყვანილობის და ფილტრების ბრალი არ არის, ვინმემ თუ შეამჩნიეთ თბილისში დამიწერეთ მიშველეთ წყალს ვერ ვსვავ


r/Forumi 21d ago

გამახსენეთ საიტები, სადაც ინგლისურად სუბტიტრებიც მოყვება

6 Upvotes

ძველი სერიალების ყურება მინდა და რუსულად დევს ეს სერიალი, მარა არ ვიცი ეს რუსული. რაც უფრო ბევრ საიტს დაწერთ კაი იქნება.


r/Forumi 22d ago

სატირალია ქართველების სუბი თუ უცხოელების?

20 Upvotes

r/sakartvelo რატომ გახდა მდაბიოთა ჯოგი? ქართულენოვან პოსტს ვეღარ იპოვი ადამიანი. ზოგი უცხოელი ისეთ რაღაცებს წერს საქართველოზე, რომ ყველაფრის გინება მოგინდება, მაგრამ ერთი სიტყვაც თუ დაგცდება, მაშინვე ბანს გადებენ. იმათ კი საერთოდ ფეხებზე იკიდებენ.

ვაიმე არ გაბედოთ, რუსებს ან ინდოელებს ოდნავ მაინც გაკრულად დაელაპარაკოთ, თორემ მაშინვე რასისტის იარლიყს მოგაკრავენ და თავ-პირს შეგაგინებენ. ზოგი ქართველი მანდ ისეთია, რომ ტრაწი უცხოელები თუ არ დაიცვა, არ შეუძლიათ. (აქ იმ ადამიანებზე ვსაუბრობ, რომლებიც სუბში საქართველოსა და ქართველებს პატივს არ სცემენ.)

ერთი უცხოელი იყო და კითხულობდა, არალეგალური სამსახური სად ვიშოვოო. სავარაუდოდ საბუთებიც არ ჰქონდა. ასეთებს პასუხი როგორ არ უნდა გასცე? რუსებზე ლაპარაკიც აღარ მინდა. ხელ-ფეხს უკოცნიან იქ. სად გაგონილა ასეთი რაღაც? ერთხელ საუბარი ჩამოვარდა იმაზე, უცხოელები რომ საქართველოში ბიზნესებს ხსნიან, უნდა იცოდნენ თუ არა გარკვეული დონის ქართული და მენიუები ქართულად უნდა ჰქონდეთ თუ არა. ერთმა ახვარმა კიდე დაწერა, თუ უცხოელმა ქართული არ იცის, ქართველებმა ისწავლონ მისი ენა და ისე დაელაპარაკონო, რაღაც ასეთი თქვა რა. სისხლი ამიდუღდა. ასეთ სი*ობას რომ დაწერს ვინმე, პასუხი არ უნდა გასცე? იქ კიდე მაშინვე რასისტი ხარ. სირცხვილია, მართლა სირცხვილი. r/Tbilisi მაგაზე უარესია კიდე🫩


r/Forumi 22d ago

LGBT rights activist attacked in Georgia (the country)

Enable HLS to view with audio, or disable this notification

5 Upvotes

r/Forumi 23d ago

ვეძებ

3 Upvotes

ვარ 18 წლის ბიჭი

ვეძებ სამსახურს თბილისში,უმჯობესია დღიური ანაზღაურებით,სრული თვე არ გამომივა,დროებითს ვეძებ,არ განვიხილავ ქსელურებს და ონლაინ გრინვეის მსგავს რაღაცეებს,დანარჩენი შემომთავაზეთ კომენტარებში,განსაკუთრებული გამოცდილებაც არაფერში მაქვს😊


r/Forumi 24d ago

ბოლო 35 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობაში ეთნიკურად ქართველთა წილი პირველად შემცირდა

Post image
10 Upvotes

r/Forumi 24d ago

სალამი მეგობრებო, ვყიდი ეფლის Airpods Max

2 Upvotes

არის თითქმის ახალი, მოყვება ყველაფერი, გაცილებით იაფად ვყიდი ვიდრე ახალს, 500 ლ


r/Forumi 28d ago

ამ სიმღერის ქართული ვერსია რა იქნება?

Thumbnail gallery
3 Upvotes

r/Forumi Jun 22 '26

კითხვა რამდენი ქართველი ამ ჯგუფში თამაშობს Hearts of Iron 4-ს

Post image
5 Upvotes

ვქმნი სერვერს ქართველებისთვის🇬🇪

თუ მოინდომებთ დაჯოინდით

https://discord.gg/DkBHqcqnx


r/Forumi Jun 19 '26

დისკუსია თავისუფალ მეცნიერებებზე რას იტყვით?

6 Upvotes

გამარჯობა, აბიტურიენტი ვარ 2 კვირაში მაქვს გამოცდები, აგრარულის თავისუფალი მეცნიერები მომეწონდა და გადავწყვიტე მანდ ჩავაბარო, მაგრამ ყველა მიშლის და მეუბნება რომ გამოუსადეგარია და პროფესიას/კარიერას ვერ შევიქმნი, უმუშევარი ვიქნები და ა.შ

მოკლედ ვიტყვი, 11 კლასამდე პროგრამირება მინდოდა, მერე გადავიფიქრე იმიტომ, რომ მიჭირს მათემატიკა და უბრალოდ ტექნიკური საგნები დიდად არ მიტაცებს, ბოლო დროს კი გადავწყვიტე ჩამებარებინა ამ ფაკულტეტზე (რადგან ხელოვნებასთან და ლიტერატურასთან ახლოსაა, თანაც უბრალოდ უმაღლესი განათლების მიღება მინდა ყველაფერში) და პროფესიისთვის გრაფიკული დიზაინი მესწავლა (ზოგადად ბევრი ჰობი მაქვს, ძირითადად ხელოვნების მიმართულებით, ლიტერატურაც მიტაცებს) ასე, რომ მე ასე ვიფიქრე. მაგრამ ყველა მეუბნება, რო უაზროა ასე ჩაბარება და ჯობია ან შევიცვალო ფაკულტეტი ან ჯარში წავიდე და დაბრუნების მერე ვისწავლო გრაფიკული.

თქვენ რას იტყვით? გამიზიარეთ თქვენი აზრი ამ ფაკულტეტზე, როგორია და როგორ შეიძლება გამოვიყენო?

პ.ს ამ ფაკულტეტზე კონკურენცია არ მაქვს, ანუ ბარიერის გადალახვითაც შემიძლია მოვხვდე (პირველ ადგილზე მიწერია). ბევრი რამე მაქვს ჩამოწერილი მარა ყველგან მაღალი კონკურენციაა ასე რომმმ..


r/Forumi Jun 19 '26

.

Post image
4 Upvotes

r/Forumi Jun 14 '26

კითხვა დამეხმარეთ მცენარის იდენტიფიცირებაში 🥹

Post image
5 Upvotes

რა მცენარეა ზუსტად შეგიძლიათ მითხრათ? ჯემინაიმ დიფენბახიაო და ფოტოები რომ ვნახე განსხვავდება ცოტა არ იყოს.


r/Forumi Jun 10 '26

Scam alert

Post image
12 Upvotes

Scam შეტყობინება შემომივიდა,მოროკოს ინდექსით უნდათ ყაჩაღობა ყლეებს, ლინკი არ გახსნათ


r/Forumi May 29 '26

სტაჟირება ან აქტივიზმში ჩართვა მინდა

5 Upvotes

გამარჯობა. ახლა ვამთავრებ თსუ-ს ბაკალავრიატის მე-4 კურსს და ძალიან მინდა სადმე არასამთავრობოში გავიარო სტაჟირება (მნიშვნელობა არ აქვს ანაზღაურებას, სულ რომ არ იყოს არ მექნება პრობლემა) ან ჩავერთო სამოქალაქო აქტივიზმში (რამე მოძრაობა ან ორგანიზაცია), მაგრამ ბევრ ადამიანს არ ვიცნობ თბილისში (კურსელებით შემოიფარგლება ჩემი წრე).

მირჩიეთ საიდან დავიწყო, ან როგორ ჩავერთო, ან ჩემი network როგორ შევქმნა? იქნებ ვინმე იყოთ ვინც დამაკვალიანებს ან გამიწევს რეკომენდაციას. სტაჟირების გავლა უკეთესი იქნებოდა, პირველი კურსიდანვე მინდოდა არასამთავრობო ორგანიზაციის სტაჟირება, მაგრამ უნივერსიტეტის გრაფიკი არ მიწყობდა ხელს.